საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი, აღმასრულებელი დრირექტორი AFG გენერალური ასამბლეაში ნუგზარ სულაშვილი, კარტოგრაფების განთავისუფლების ამბავს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
“ივერი იმაზე დიდი ადამიანი ყოფილა ვიდრე წარმომედგინა.
თვით საკუთარ თავსაც კი ვუსურვებდი ამგვარ მოქალაქეობრივ თვით შეგნებას და ერთგულებას.
მათ სინდისზე დგას ჩემი ქვეყანა.
მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ვაჟისთვის აღარ მჭირდება, მისაბაძი მაგალითები შორეულ წარსულში ვეძებო, სადაც ცხოვრობდა ქაქუცა, ილია, ცოტნე თუ სამასი არაგველი, და მაქვს ბრწყინვალე შანსი, თანამედროვე გმირები გავაცნო.”- წერს სულასვილი.