რა შეიძლება გახდეს საქართველოსა და ე.წ. აფხაზეთის მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენის, შემობრუნების წერტილი, ამის შესახებ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს.
ზაქარეიშვილის თქმით, ქართველებმა ე.წ. აფხაზეთის მოსახლეობას უნდა შესთავაზოს ახალი რეალობა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვითარება იცვლება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, არაფერს ვაკეთებთ.
რესპოდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი და ამის პარალელურად, ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერების თემა.
ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. აფხაზეთის მოსახლეობას ვუთხრათ, რომ აქ რუსები აღარ არიან, ჩვენ რევანშს არ ვაპირებთ და ამის გარანტი ევროკავშირის სამშვიდობო ძალებია. ამას დაემატება თურქეთის მიერ შავ ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
ზაქარეიშვილმა ამბობს, რომ ვიდრე საქართველო არ დისტანცირდება რუსეთიდან და არ დააფიქსირებს მკაფიოდ მის მიუღებლობას, აფხაზეთის საკითხში წინსვლა არ იქნება.
ამასთან, ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსული ჯარებს გაყვანის შემდეგ, აქ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც უნდა გადაიქცეს EU-ს სამშვიდობო ძალებად.
ასევე საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს თურქეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა. ანუ რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს მარტივად ვერ წამოატყამს ხელს. თურქეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, ჩვენ ამ ალიანსისკენ მისწრაფვით და ის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს. საჭიროა, კავკასიაში შეიქმნას თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ალიანსი, რათა რუსეთი მიხვდეს, რომ აქ მისი ადგილი აღარ არის.
აი, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება შევთავაზოთ რამე აფხაზეთს. ეს უკვე ახალი რეალობა იქნება. ჩვენ შეგვეძლება მათ ვუთხრათ, რომ აქ რუსები აღარ არიან, ჩვენ რევანშს არ ვაპირებთ და ამის გარანტი ევროკავშირის სამშვიდობო ძალებია. ამას დაემატება თურქეთის მიერ შავ ზღვაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ამ შემთხვევაში, ჩენ შეგვიძლია შევთავაზოთ დალაპარაკება აფხაზეთს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით.
ვიდრე ჩვენ რუსეთს ვეფერებით და მის გარეშე რიტუალურად ვცეკვავთ, აფხაზეთს ვერაფერს შევთავაზებთ. ისინი გვეტყვიან, რომ თქვენი პოლიტიკა რუსულია და ეს ჩვენ არ გვინდა, რამე სხვა შემოგვთავაზეთ.
ამდენად, ვიდრე საქართველო არ დისტანცირდება რუსეთიდან და არ დააფიქსირებს მკაფიოდ მის მიუღებლობას, აფხაზეთის საკითხში წინსვლა არ იქნება. ე.წ. აფხაზეთის მოსახლეობას ცუდი რუსეთი ურჩევნია ცუდ საქართველოს, ამიტომ ისინი რომ ჩვენკენ შემოტრიალდნენ, საქართველო უნდა იყოს რუსეთზე უკეთესი.
– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.