“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმის აღიარებას, გენოციდი როგორ ჩაიდინა რუსეთმა. დღეს იცით როგორ არის? რაღაცნაირი დისკუსია წავიდა, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის, აქ შერიგებაზე საუბარი, ერთმანეთს ვაპატიოთ, არ ვაპატიოთ, ა.შ. ჩვენ პირველ რიგში, თუკი ვინმეს ვერ მივაწვდინეთ ხმა ამდენი ხანი, უნდა მივაღწიოთ ამის აღიარებას.
აქ გამოფენილი ეს სურათები, აფხაზეთის ომში მებრძოლი დივერსიული ჯგუფის წევრების, არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს და რეალურად მართლა ძალიან სერიოზული პროექტია ეს, რაც დღეს აქ, რუსთაველზე ხდება და ყველას ალბათ ჩვენი აგური გვაქვს ამაში დასადები. კი, სულ ვცდილობთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ შეფასება მოხდეს ისეთი, როგორიც საჭიროა რომ მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით, არც ჩვენს სახელმწიფოს არ ეტყობა. სხვათა შორის, მთელი ამდენი წლის გამავლობაში პოლიტიკა არ არის იქითკენ მიმართული, რომ სრულფასოვანი შეფასება მოხდეს, იმისა თუ რა ჩაიდინა რუსეთმა აფხაზეთში და ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩვენ და აფხაზები ერთმანეთს ველაპარაკოთ და რუსეთი თითქოს არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, ესაა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მითუმეტეს დღეს, უკრაინის ომის ფონზე უნდა გაიგოს რა საშინელება აქვს დატრიალებული რუსეთს საქართველოში აფხაზეთის ომის სახით. შეუძლებელია ამ კადრების ყურება, ჭუბერის კადრებზე ყველაზე მეტად ვხდები ცუდად, ამხელა ტრაგედია მოხდა ჩვენს თვალწინ, ასეთი საშინელება მოხდა და ჯერ კიდევ ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მსოფლიომ რუსეთის საშინელება, რაც აფხაზეთში ჩაიდინა.