არაღიარებული მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკის” ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება. განკარგულებაში ამ გადაწყვეტილების მოტივად ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოება და სასიცოცხლო ინტერესები სახელდება. ასევე, დოკუმენტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიწვეულია გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს. ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი უკვე 70 000-მდე ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.