ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სრულად დასაფარად სამოქალაქო ორგანიზაცია სირცხვილიას ანგარიშზე 40 000 ლარი 2 საათში შეგროვდა.
“მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს”, – აცხადებს ორგანიზაცია.
დღეს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.