ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალები

წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა დანის გამოყენებით მოხდა. მიზეზები კვლავ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share