ყველა კვლევა ადასტურებს, ენმ მთავარი იარაღია FSB-ს აგენტების წინააღმდეგ – ხაბეიშვილი

”ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი “ეფესბეს” აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63% ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37%-შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15% არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო.”

წერს ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილი.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, დღეს საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 37% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, გამარჯვების პლატფორმას – 22%, საქართველოსთვის 10%. მონაცემები მოცემულია ალოკაციის მეთოდით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share