საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მკაცრი დათქმებით – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი TV პირველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მკაცრი დათქმებით მოხდება.

იოზვიაკი ამბობს, რომ 31 ოქტომბერი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების ამჟამად ცნობილი თარიღია, მაგრამ, მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს და ანგარიში ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოადგინონ.

“პოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა – ეს ტოპ სამი საკითხი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა. ეს პირობები 100 %-ით შესრულებული რომც არ იყოს, ისინი ძალაში მაინც დარჩება შესასრულებლად.

[…] 31 ოქტომბერი ამჟამინდელი თარიღია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ანგარიშის თარიღმა გადმოიწიოს და ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოადგინონ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც მიიღებთ დადებით შეფასებას და საბოლოოდ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს მკაცრი დათქმებით, რათა მომავალში გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს დათქმები საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც, რადგან ევროკავშირში ბევრი ქვეყანა იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს რუსეთთან მიმართებაში არ უერთდება. ეს შესაძლოა, კიდევ ერთ პირობა იყოს”.  – TV პირველის ცნობით, თქვა იოზვიაკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share