იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4 მანქანა, რეანომობილები აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია. იაპონიის საელჩო მადლობას ექიმებს უხდის, „რომელიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.