ამ წუთებში – ახალი ამბები მსოფლიოდან

პენტაგონის განცხადებით, ამერიკაში იმ უკრაინელი პილოტების სწავლების პროცესი დაიწყო, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან F-16 მართვაზე

გერმანულმა სამხედრო კონცერნი Rheinmetal – ი, უკრაინის სახელმწიფო კონცერნ “უკრაინის თავდაცვითი მრეწველობა” სთან ერთად იწყებს ერთობლივი სამხედრო ტავდაცვითი ქარხნის მშენებლობას კიევში, რომლის მიზანიც შეიარაღების წარმოება და იმ ტექნიკის (საჭიროებებში) შეკეთება იქნება, რომელსაც გერმანია უკრაინას გადასცემს-გერმანიის ხელისუფლებამ ამაზე ნებართვა უკვე გასცა

ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთი იწყებს უკრაინასთან ერთად – უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღების შესყიდვას, ასევე იწყებს მუსაობას უკრაინაში საფრანგეთ-უკრაინის ერთობლივი ქარხნის მშენებლობაზე კიევში, რომლის მიზანიც იარაღის წარმოება იქნება

შვეციამ, უკრაინული ენერგოსისტემის გასაძლიერებლად 25,2 მილიონი ევრო გადარიცხა

ევროკავშირმა უკრაინელტა დახმარების პროგრამა 2025 წლამდე გააგრძელა-რაც უკრაინის ნებისმიერი მოქალაქისათვის ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის, ცხოვრების, საცხოვრებლის, სოციალურ და სამედიცინო დახმარებებისა და ბავშვებისათვის განათლების მიღების უფლებას იძლევა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ზედმიწევნით დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი ქვეყანა, მომავალ 2024 წელს სამხედრო ხარჯებს მიმდინარე წელთან შედარებით 70% ით გაზრდის

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ,რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის 300 მილიონი აშშ დოლარის დახმარებაზე  – 311 მომხრე   —117 მოწინააღმდეგე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share