”რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან?”
– განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ.
მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერის შესახებ სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ აღნიშნული ფრენის თანხა პრემიერს მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა, მედიამ ღარიბაშვილს შეახსენა რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრემიერი პარიზში სწავლისას მიმტანად მუშაობდა და ამდენად, არც ისე მდიდარი ოჯახიდან იყო.