ცნობილი ოზურგეთელი მწვრთნელი, (ფიფას ა კატეგორია) ხარიტონ ჩხატარაშვილი ამჯერად სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 11 წევრიდან ჩხატარაშვილმა 0 ხმა მიიღო. ამავე დროს 11დან 10 ხმა მიიღო კონკურსანტმა, რომელმაც საგნის გამოცდაც ვერ ჩააბარა. ამის შესახებ ხარიტონ ჩხატარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”ამონაწერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფნის მიზნით შექმნილი საკონკუსო კომისიის ოქმი N2 8.09.12 სთ.2023 წ. ოქმიდან ირკვევა რომ კენჭისყრაში მონაწილე 11 კომისიის წევრიდან მივიღე 0 ხმა. კონკურეტმა მამუკა ესაძემ რომელმაც საგნის გამოცდა სპორტი ვერ ჩააბარა(ერთად ვიყავით გამოცდაზე) და შესაბამისი განათლება არა აქვს მიიღო 10 ხმა და მიღეს სკოლაში..
ყველა შეკითხვას რაც კომისიის წევრებმა დამისვეს ვუპასუხე დადებითათ. გეკითხებით კომისის წევრებს არ გცხვენიათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებით, კომისიაში მონაწილეობას იღებდა როგორც ოქმში წერია ქ.ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ნანა ნაცვალაძე.
მეორე დღესვე შეხვდი ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა იმედაშვილს ჩავაყენე საქმის კურსში მითხრა გავერკვევიო დღემდე ერკვევა. ასეთი ქმედება პიროვნების დევნა და დისკრინიმაციაა.
აქ აშკარად გამოვლინდა ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძის დავალება და ზემოქმედება კომისიის წევრებზე… კომისის წევრები პირად საუბარში არ უარყოფენ რომ დავალებული ქონდათ ჩემი დევნა…
გაგრძელება იქნება….
მე ვიცავ ჩემს ღირსებას!”- წერს ჩხატარაშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში ხარიტონ ჩხატარაშვილი ოზურგეთის “მერცხალის” ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კოორდინატორის პოზიციიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც ცნობილმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული გამოცდები (პედაგოგობისათვის) წარმატებით ჩააბარა და ოზურგეთის რამდენიმე სკოლაში განაცხადიც შეიტანა ფიზკულტურის მასწავლებლის ვაკანსიაზე. გაიარა გასაუბრებაც, თუმცა მისივე სიტყვებით, გაუგებარი მიზეზების გამო, ყველა სკოლიდან უარი მიიღო. ხარიტონ ჩხატარაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ უარის უკან ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე დგას, რომელიც მას “განსხვავებული მოსაზრებების” გამო დევნის.