ბოდიშს ვუხდი მათ, ყველანი ვართ დამნაშავეები- ბუბა კიკაბიძე კარტოგრაფების საქმეზე

ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში, ბუბა კიკაბიძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილს მიმართა და ბოდიში მოუხადა.

„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როცა რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში.

მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცეებში. “- აცხადებს ბუბა კიკაბიძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: