უკვე ოთხი დღეა გასული და შსს-ს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის ბრალდებით არავინ დაუკავებია..
ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ერთერთი სავარაუდო ეჭვმიტანილი, ადგილობრივი შოთა სიხარულიძეა.
ამის შესახებ ადგილობრივები ღიად საუბრობენ სოციალურ ქსელებში და ეჭვმიტანილის ფოტოსაც აქვეყნებენ
ამ წუთებში შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კურორტ ბახმაროსაკენ მიემართებიან.
წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, ჩოხატაურის სოფელ გოგოლეს უბანში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ეჭვმიტანილი სწორედ კურორტის მიდამოებში იმყოფება.
ცნობისათვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლეს უბანში 23 წლის ახალ;გაზრდა ბიჭი მისივე თანასოფლელმა ბასრი იარაღით მოკლა.
ახალგაზრდა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ათო სიხარულიძე, “ჯანმრთელობის სახლი გურიაში”, მორიგე ექიმის მტკიცებით, სამმა მამაკაცმა მიიყვანა, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა რადგან მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
სავარაუდო ეჭვმიტანილმა, რომელსაც პოლიცია დღემდე ეძებს, საპყრობილე რამდენიმე თვის წინ დატოვა,
ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისათვის იხდიდა, თუმცა პატიმარმა ციხე ვადაზე სამი წლით ადრე დატოვა.
დაახლოებით 5 წლის წინ, სავარაუდო ეჭვმიტანილმა, “ლიბერთი” ბანკის ჩოხატაურის ოფისის წინ ადგილობრივი პოლიციელი ლევან ვაშალომიძე ჯერ ცემა, შემდეგ კი თავში ქვა ჩაარტყა.