“არ იცი ადამიანმა რა უნდა ქნა, როცა შენი ტირის, ტკივა და იბრძვის სიცოცხლისთვის. ეს 9 თვე გრძელდება. მჯერა დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, ჩემს გურიაში, ჩოხატაურში და ჩემი ანასტასია თავისი ლამაზი ფეხებით ირბენს ეზოში. აქამდე თურქეთში მხოლოდ ჩაის საკრეფად დავდიოდი, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ოჯახისთვის, მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს”-ამ სიტყვებით მიმართა გუშინ მაყურებელს ანასტასიას მამამ, გიორგი გოგოლაძემ ანტალიის ერთ-ერთი კლინიკიდან.
საბედნიეროდ, “ნანუკას შოუს” მაყურებელმა პატარა გურული გოგოს გადარჩენა შეძლო.
სრული უსასოობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაყურებელმა შეძლო ანასტასიასთვის 106 ათასი ლარი შეეგროვებინა და მისი სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ბავშვს დიაგნოზი 11 თვის წინ დაუდგინეს – უჯრედების ჰისტიოციტოზი და ზუსტად 11 თვეა იბრძვის , დედასა და მამასთან ერთად. მის სიცოცხლე საფრთხე აღარ ემუქრება.
ოჯახი გადაცემაში მოხვედრას ზუსტად სამი თვე ელოდა. მშობლებს ლოდინი მოულოდნელ სიხარულად და იმედად გადაექცათ, რომ ანასტასია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.