ოზურგეთელი ჩოგბურთელები აჭარის თასზე წარმატებით გამოვიდნენ

26 – 29 სექტემბერს ქ.ბათუმში ჩოგბურთში აჭარის თასის გათამაშება ჩატარდა.
ასპარეზობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა და კარგად იასპარეზეს.
პირველი ადგილი ექვსწლამდე ბავშვთა შორის ოზურგეთელმა მარიამ ხარაბაძემ დაიკავა , რომელმაც ექვსი შეხვედრიდან ოთხი მოიგო.
ტურნირზე ასევე გამოვიდნენ და კარგი მატჩები ჩაატარეს ელენე და ბარბარე მამალაძეებმა, ანანო ვასაძემ , ნანუკა დოლიძემ და ელენე ხარაბაძემ.
ოზურგეთელი ჩოგბურთელები ასპარეზობისთვის დავით თავართქილაძემ,გივი სიამაშვილმა და მამუკა კილაძემ დამოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share