საკრებულოს დეპუტატი ოზურგეთის პატრულს თვალთვალში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

ხვალ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ენმ-დან, ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი იწყება.

ოპოზიციონერი ოზურგეთის საპატრულო სამსახურს უჩივის.

ქათამაძის განცხადებით, მასზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი სუსის კოორდინაციით თვალთვალს ახორციელებდა.

როგორც დეპუტატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გასული წლის ბოლოს, როცა ის შემოქმედის ეპარქიიდან, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა, მას თავს დაესხა საპატრულო პოლიციისა და სუსის რამდენიმე თანამშრომელი.

“მიუხედავად იმისა, რომ დროებითი საშვი მქონდა და ღამის საათებში გადაადგილების პრობლემა არ უნდა შემქმნოდა, დამაჯარიმეს ორი ათასი ლარით, გამიყალბეს ალკო ტესტი და ავტომობილის ექვსი თვით მართვა ამიკრძალეს. ეს გავდა თავდასხმას, როცა ყველანაირი კანონის წინააღმდეგ მიდიან” – გვითხრა ქათამაძემ.

დეპუტატი, რომლის უფლებებსაც ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი იცავს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share