სტიქია გურიასა და აჭარაში – მეორე დღეა რეგიონებში გადაუღებლად წვიმს. დატბორილია ლანჩხუთი და ოზურგეთი. დიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლებში შევარდა. ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა.
მძიმე ვითარებაა ხელვაჩაურში, სადაც ორთაბათუმში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. მთლიანად დატბორილია მდინარესთან არსებული კოტეჯები. ქობულეთი-სახლავაშოს მიმართულებით კი მოძრაობა აკრძალულია, რადგან გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ცივილიზაციას 300-მე ოჯახი მოწყდა.