სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დვაბზუა, გუშინ გზაზე ძლიერი წვიმის გამო მდინარე მოდიოდა, დატბორა ეზოები, სახლები, გაანგრია ჭიშკრები, ღობე, დააზიანა მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი…
ახალ დაგებული გზაა, სანიაღვრე სისტემამ არ იმუშავა, რადგან უკუღმართად და არასწორადაა გაკეთებული. გზა ჩინურმა კომპანიამ დააგო იაფად და უხარისხოდ.
მიზეზი: არ არსებობს კონტროლი და მონიტორინგი ინფრასტრუქტურული პროექტების.
დაზარებულ მოსახლეობას ვინ აუნაზღაურებს სტიქიის შედეგებს?
მსგავსი შემთხვევები ბევრი იქნება მომავალში. ბიუჯეტიდან მილიონები კი დაიხარჯა, ვინაა გამკითხველი? ოო ეს დამაქცეველი ტენდერომანია.
უკუღმართად შენების მწარე ოდისეა.
ასევე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ბახვში.
ასეთი უნიჭობისთვის აოხრებენ მდინარე სუფსას და ნატანებს, ამოაქვთ წიაღი ვანდალურად” – წერს გორდელაძე.