Bloomberg: შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა

Bloomberg-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა. პორტებში გადამზიდ გემებს შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ რუსეთის მხარის მუქარების მიუხედავად.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ძირითადი პორტებიდან უკვე 10 გადამზიდი ხომალდი გავიდა უკრაინის საექსპორტო დერეფნის გავლით. Bloomberg-ის ცნობით, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებმა გააგრძელეს გადამზიდი ხომალდების დაზღვევის სერვისები.

უსაფრთხო დერეფნის შეთანხმების მიხედვით, უკრაინისკენ მიმავალი გემები და მათი ტვირთი შემოწმებას სტამბულში გადის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share