„შეიძლება თვითონ ბიძინას უნდოდეს პრეზიდენტობაა“ – გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს რომ პრეზიდენტის პოსტს თავად ბიძინა ივანიშვილი უმიზნებდეს. მიზეზი კი იმუნიტეტი და ხელშეუხებლობის გარანტიაა.
თუ თეორიულად ვიხილავთ შეიძლება, თვითონ ბიძინას უნდოდეს პრეზიდენტობა, რომ შეიძინოს იმუნიტეტი და სამომავლოდ არ დაისაჯოს.
გამორიცხავთ თქვენ ამ ვარიანტს? კობახიძე თუ ჩათვლის, რომ საფრთხე არის ძალიან მაღალი იმუნიტეტისთვის მან შეიძლება ეს გააკეთოს, შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ კობახიძისთვის რამე ემეტება ბიძინას ასე არ არის, დღესვე ჩარეცხავდა უნიტაზში კობახიძეს არანაირი პრობლემა არ აქვს და ღარიბაშვილის კიდევ ზემოდან დააყოლებდა.
თუ ის ჩათვლის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მისთვის არის მნიშვნელოვანი მხოლოდ თავისთვის, კი ბატონო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინოს პრეზიდენტად იმპიჩმენტის შემდეგ. შეძლებენ იმპიჩმენტის გამოცხადებას თუ არ შეძლებენ, სალომე ზურაბიშვილი ყველა შემთხვევაში პოლიტიკურად მოგებული რჩება”, – ამბობს გია ხუხაშვილი.