“ქოცპროპაგანტისტებო, იმდენად გძულთ ნაცები, ყველა ჩათლ..ის იდიოტობას იჯერებთ”

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი, ივერი მელაშვილის მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის გამო, მის დისკრედიტაციად აფასებს  და სოციალური ქსელში წერს:
“ივერი მელაშვილმა ტელეგადაცემაში თქვა, რომ როცა მუშაობს საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, არის სადაო მონაკვეთები და ამ დროს სახელმწიფო თანამდებობის პირი ჩადის ამ სადაო ტერიტორიაზე და იძახის ჩვენიაო, ეს საქმეს აფუჭებსო. აბსოლუტურად სწორი და მართებული მოსაზრებაა.
მისი ამ მსჯელობიდან ქოცპროპაგანდისტებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჭრეს ერთი მონაკვეთი, სადაც ისმის ფრაზა “რომ ამბობ ჩვენიაო, ამ დროს არ არის შენი”. თუმცა პრინციპში ამ მოჭრილ მონაკვეთშიც ობიექტური მსმენელი ადვილად მიხვდება, რომ ლაპარაკია სადაო მონაკვეთის სამართლებრივ გაფორმებაზე და არა ისტორიულ სიმართლეზე.
მიუხედავად ამისა, დაათრევენ ეს ქოცპროპაგანდისტები ამ მოჭრილ ფრაგმენტს კედელ-კედელ იმის მტკიცებულებად, რომ თითქოს მელაშვილი ამბობს გარეჯი საქართველო არ არისო და არის ერთი გნიასი, ფურთხება და დედის გინება.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ამის გამკეთებლები ხართ სრულიად ნამუსგარეცხილი ჩათლახები, ხოლო ვისაც ამ პროპაგანდის გჯერათ, ან იდიოტები ბრძანდებით ან უბრალოდ იმდენად ვერ იტანთ ნაცებს, რომ ყველა ჩათლახის ყველანაირ იდიოტობას იჯერებთ.
ესაა ჩემი კომენტარი და ჩათვალეთ, რომ ვიყავი უკიდურესად კორექტული და მოზომილი.”- წერს ზურაბიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share