“გუშინს მერე ვფიქრობ ამ სამარცხვინო ფაქტზე და ვერ შევძელი უთქმელობა… რადგან დუმილი ამ დროს სამომავლო საქმეს აზიანებს და მავნებლობაა.
იცით ვინ არის Tariel Kalandadze ?
ადამიანი რომელიც წლებია ოზურგეთის ნომერ მეოთხე საჯარო სკოლას აბრწყინებს, არც ასეთი სკოლა გაქვთ ბევრი ქვეყანაში და არც ტარიელისნაირი განათლების მოღვაწე და სკოლის დირექტორი.
რად უნდა მას დირექტორობის გამოცდა ან გასაუბრება( მაინც გაიარა), როცა თქვენზე უკეთ იცის განათლების სისტემა და ამას წარმატებულად ახორციელებს წლებია.
ალტერნატივა ყველას ყავს, მაგრამ მას ჯერ შეუძლია იღვაწოს და როცა მასწავლებლის ეროვნულ დღეს ასეთი პასუხი ჩამოდის, ერთი ხელის დაქნევით ჩაუყარეთ ღვაწლი, შრომა…კარგად ხართ თქვეენ?
ყველა ამ სკოლის პედაგოგის წინსვლასა და დახელოვნებაში ღვაწლი ააქვს, თითოეული მოსწავლის მეგობარია, ამ სკოლაში სწავლა პრესტიჟია, წარმატების საწინდარი… ეს სკოლა წლებია რომ ბრწინავს, მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა, კოლეგა-სკოლის დირექტორების მრჩეველი, მოღვაწე, გამოცდილი, კრეატიული, დემოკრატიული პრინციპების ადამიანი…ლეგენდები დადის მასსა და სკოლის სიყვარულზე….
მე არ ვიცი კულისებს თუ გაცდება ის პროტესტი რაც ოზურგეთში ტრიალებს ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, უნდა მეთქვა: განათლების სამინისტრო ასე არ უნდა იქცეოდეს, სისტემას მიხედეთ ერთ-ერთი უსუსტესი რგოლი რომა ქვეყანაში და თუ ეროვნული ინტერესები გაქვთ ტარიელისნარ პროფესიონალებს გაუფრთხილდით!
გადახედეთ თქვენს ამ არასწორ გადაწყვეტილებას!
პასუხი გაეცით გაოგნებულ მოსწავლეებს, ოზურგეთის პედაგოგებს, მშობლებს, ვინ ხართ თქვეენ?
ჩემი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა ბატონ ტარიელს, ვიცი კვლავ იბრწყინებს პედაგოგიურ საქმიანობაში.”
ასე ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე, განათლების სამინისტროს მიერ მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას