განათლების სამინისტროს მიერ ტარიელ კალანდაძის საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის გამო, დღეს, მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თავად პედაგოგებმა განუცხადეს. მათივე განცხადებით, სასწავლო პროცესი სკოლას არ შეუწყვეტია, თუმცა ძალზედ გულდაწყვეტილები არიან სამინისტროს გადაწყვეტილებით და მათ აქვთ ერთადერთი მოთხოვნა, მიეცეს ტარიელ კალანდაძეს უფლება რომ დარეგისტრირდეს კანდიდატად.