ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე კონტროლი აღადგინეს. ჰამასის ტერორისტების ისრაელის არმიის ღაზის დივიზიის შტაბბინა 7 ოქტომბერს აიღეს, დახოცეს და ტყვედ აიყვანეს სამხედროები.
აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობდნენ, რომ ჰამასის ტერორისტებს 22 სხვადასხვა ლოკაციაზე ებრძოდნენ. სამხედროები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქების სრულად გაწმენდას ცდილობენ.
ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებსი აცხადებენ, რომ მათ იერიშებს ღაზის სექტორსა და სახმრეთ ისრაელში ემსხვერპლა ასობით ტერორისტი. კონტრშეტევები განხორციელდა როგორც დრონებით, ისე სახმელეთო ძალების გამოყენებით. რამდენიმე ტერორისტი მოკლეს ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში.
ტერორისტებმა მიითვისეს სამხედროების რამდენიმე მანქანა.
მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.