ტარიელ კალანდაძე – თავის დროზე დიდი შეცდომა დავუშვი

“თავის დროზე დიდი შეცდომა დავუშვი, როცა პირველად დავთანხმდი შემოთავაზებას დირექტორობაზე, ამ თანამდებობას ჩემთვის. გარდა მუხლცაუხრელი შრომის. მუდმივი პრობლემების, მის აღმოფხვრაზე ზრუნვისა, არაფერი მოუცია. ჩემთვის სათაყვანებელმა ოზურგეთელმა პედაგოგმა, ლალი თავაძემ. მითხრა, რომ ჩემი დირექტორობა არ შეიძლებოდა და შემ,ოთავაზებაზე დათანხმება, ჩემი შეცდომა იყო. რადგან საზოგადოება კარგ პედაგოგს კარგავდა, მადლობა განათლების სამინისტროს, რომ ამ შეცდომის გამოსწორების შანსი მომცა” ასე გამოეხმაურა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, ტარიელ კალანდაძე, “გურიის მოამბესთან” საუბრისას, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას. მისივე სკოლაში. დირექტორობაზე კენჭისყრის, ანუ მეორე ვადით არჩევის უფლება ჩამოერთვა.

ამ გადაწყვეტილებას აღნიშნულ სკოლაში პროტესტი, ოზურგეთში კი დიდი უკმაყოფილება მოყვა.

მიმდინარე კვირის პარასკევს, სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავლეებთან და მშობლებთან ცერთად სკოლის შენობის წინ საპროტესტო მიტინგი გამართა, არსაც ადგილობრივი საზოგადოების ცნობილი სახეებიც შეუერთდა.

პედაგოგებმა განათლების მინისტრს ღია წერილიც გაუგზავნეს, სადაც ამ გადაწყვეტილების ახსნას სთხოვენ.

დიდი ალბათობით, ხვალიდან, ორშაბთიდან, სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდება.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share