საცხოვრებელ კორპუსებში კი წყალი ჩამოდის–ოპოზიცია 11 მილიონი ლარის გაფლანგვაზე საუბრობს
ოზურგეთის ვენტრალურ ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებზე ფასადების შელამაზების სამუშაოები დასრულებულიც კი არ არის და ახალგარემონტებულმა ფასადებმა რღვევა დაიწყო
მოსახლეობა ასევე შესასვლლელებში ჩამონტაჟებული კარების გასაღებების მწყობრიდან გამოსვლაზეც ჩივის-თუმცა მთავარი ისაა რომ ყოველი წვიმისას საცხოვრებელ მრავალბინიან კორპუსებში წყალი პირველ სართულამდე ჩადის, რაც მობინადრეებისათვის გაუსაძლის პირობებს ქმნის,
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა რაც ხელისუფლებამ ფასადები შეცვალა, რადგან სამუშაოები უხარისხოდ გაკეთდა და საწვიმარი თუნუქები წვიმის წყალს ვერ ატარებენ. რის გამოც ის ბინებში ჩამოდის,
ასევე ჯერ უნდა მომხდარიყო სახურავის შეცვლა თუმცა სახურავი იგივე დატოვეს მხოლოდ ფასადები შეალამაზეს ჩამონგრეული ჭერი ფა ამორტიზირებულ;ი კედლები მაცხოვრებლებს შიშის ქვეშ ამყოფებთ,
აღსანისნავია რომ ხელისუფლებამ ფასადების შელამაზება ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი 11 მილიონი ლარით განახორციელა
ოპოზიციაში კორუფციაზე და ოზურგეთის მერის უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ