“ეს ხალხი რომ არსებობს, ეს მაძლევს იმედს და ასეთ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს: 

“ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ ივერი მელაშვილთან ასე პირისპირ საუბარი – ეს არის ქართველი ადამიანის ღირსების, წესიერების და ადამიანობის განსახიერება, ეს ხალხი რომ არსებობს, ეს მაძლევს იმედს და ასეთ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი. თქვენს წინაშე ახლა ზის ნამდვილი, არაჩვეულებრივი ქართველი და ეს ადამიანი გადაწონის ყველა ჯურის ნაძირალას, დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას, ბატონ ივერის, ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს გამო ზიანი მოგადგათ, და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ემსახურებით ქვეყანას”.-წერს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share