“11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი… გამარჯვების ფორმულა ერთიანობასა და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სწორედ დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი – სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.
გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!
თქვენი მიშა ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.