“ჩვენ გვეტირება, როცა წავეჩხუბებით მშობლებს – ვიღაცას კი, საერთოდ არ ჰყავს და ენატრება ისინი. ჩვენ ვჩივივართ შვილის საქციელზე – ვიღაცას არ ჰყავს ან ერთ დღესაც, გამოეცალა ხელიდან. ჩვენ ვდარდობთ, რომ არ გვaქვს კაბის შესაბამისი ფეხსაცმელი – ვიღაცა საერთოდ ვეღარ გაივლის. ჩვენ ვწუწუნებთ სამსახურზე – ვიღაც საერთოდ არ ან ვერ მუშაობს. ჩვენ გვძულს თავი, როდესაც ბევრს შევჭამთ – ვიღაცა ოცნებობს ულუფა საჭმელზე. ჩვენ ვუბრაზდებით მეუღლეს – ვიღაცამ კი დაკარგა და ვერ დაიბრუნებს ვეღარასოდეს. ჩვენ ვოცნებობთ უფრო დიდ სახლში ცხოვრებაზე – ვიღაც ნატრობს პატარა ოთახს.
საჭიროა, იმ ყველაფრის დაფასება რაც გვაქვს და მათი ვინც გვყავს ახლა, აქ და ამ წუთს, ცხოვრების მოცემულ მომენტში. გაეცი სიყვარული და მადლიერება საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ მოიკითხე, დაურეკე, ჩაეხუტე, აკოცე… რას ელოდები? ახლავე…. წარმატება ვერ გახდის ადამიანს ბედნიერს. წარმატებით ან სასურველის მიღებით ვერ გექნებათ ბედნიერების განცდა დიდი ხნით. ყველაფერი პირიქითაა!!!. ბედნიერება წარმოადგენს წარმატების გასაღებს. თუ კი თქვენ გიყვართ საქმე რომელსაც აკეთებთ, წარმატება აუცილებლად მოვა და გაიზრდება დღიდან-დღემდე!!! ბედნიერ ადამიანს ვერ გააბრაზებთ, ერთადერთი რასაც შესძლებთ – გააცინოთ… უყურეთ კეთილ ფილმებს, უსმინეთ მხიარულ მუსიკას, დალიეთ მწვანე ჩაი, ბევრი ისეირნეთ, კარგად გამოიძინეთ და ყველაზე მთავარი გქონდეთ კარგის მოლოდინი, მუდმივად „ჩართული“ – თქვენ გამოგივათ და ყველაფერი კარგად იქნება!!! მსგავსი იზიდავს მსგავსს და ამიტომაც, თუ გინდათ იტრიალოთ ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში, შეასრულეთ მთავარი პირობა – თავად გახდით ბედნიერი! მიყვარხართ მე თქვენ!”- მადლიერებით თამარ კვარაცხელია.