ექსპერტი არჩილ გამზარდია კარტოგრაფების საქმეზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ოცნების მხარდამჭერები რას ამბობენ, ერთია, მაგრამ ცნობილია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ აზერბაიჯანთან არ აპირებენ დავას საზღვრებთან დაკავშირებით ანუ სრულად იზიარებენ კარტოგრაფების პოზიციას.
რაზე ვდაობთ და ვის ვედავებით?
კარტოგრაფები ძალაუფლებას არ წარმოადგენენ, ხელისუფლებაში კი “ქართული ოცნებაა”.
ჰოდა, თუ მაინც და მაინც დავა გინდათ ან ვინმეს ლანძღვა ან ძელზე გაკვრა, ერთადერთი თქვენი ადრესატი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა.”