ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ცოციალურ ქსელში სოფელ ბახვის გამგებლის მოადგილის შესახებ წერს:
”ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მერის წარმომადგენელი სოფელ ბახვში და მისი მოადგილე როგორ ურჩევენ საქმეს ხალხს.
1 თვეა ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია, ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში, სასწრაფო ვერ ადის, არავინ მივიდა თხოვნის მიუხედავად დასახმარებლად და აქედან წამოსვლის შემდეგ რაც აქ მოვიყვანე ესენი, ასე დაუწყეს ხალხს ჩხუბი რატომ ამოიღეთ ხმაო, ტრაქტორის მოყვანაც ნაციონალებისგან მოითხივეს.
ყველაფერი, ყველაფერი… მართლა, მაგრამ აი ბახვის გამგებლის მოადგილედ, ბახვში ჭკუის საკითხავად, საქმის მომგვარებლად ეს კაცი რანაირად… აი როგორი ხალხის სოფელი, როგორი ისტორიით და ეს არის მართლა ფსკერი… ამის ატანა მართლა წარმოუდგენელი..” – წერს ნიკოლაშვილი.