„ოპოზიცია გამოკეტილი ჰყავთ ტრიუმში, სადაც პერიოდულად აჩხუბებენ ერთმანეთთან“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მისი სახელობის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა მსოფლიოში და ჩვენს გარშემო დიდი შტორმი მძვინვარებს. საქართველო წააგავს შედარებით მომცრო ხომალდს, რომელიც გამართული გადაიბარა თვითმარქვია კაპიტანმა 2012-ში იმ დაპირებით, რომ შემდეგ ნავსადგურში უფრო სწრაფად და მეტი კომფორტით მიიყვანდა. სინამდვილეში კი გაიტაცა და ნავიგაცია მთლიანად მოშალა. თვითონ ჩაკეტილია შუშის კაიუტაში და თავისი პირადი ერთგულების და მონური ინსტინქტის ნიშნით შეკრებილ ეკიპაჟს დაავალა, რომ არ დაუშვას გემბანზე ოპოზიციური ეკიპაჟის მოხვედრა. ეს ოპოზიცია გამოკეტილო ჰყავთ ტრიუმში, სადაც პერიოდულად აჩხუბებენ ერთმანეთთან. ამასობაში, გემის საჭე უპატრონოდაა მიტოვებული და გემს საშიში დინება პირდაპირ შტორმის შუაგულში მიაქანებს. მიტოვებული მგზავრები ზოგი ცურვით, ზოგი ნავებით თავს შველიან და სხვა გემებზე და ნაპირებზე გადადიან.ერთადერთი გამოსავალია თავად მგზავრებმა აიღონ გემის მართვა ხელში, აირჩიონ კაპიტანი და სანამ კიდევ დროა, ავიცილოთ ძალიან საშიშ ტალღებთან შეტაკება.

ძალიან მიხარია, რომ ოფისის გახსნაზე მოხვედით, ესე იგი არ ხართ გულგრილი, ესე იგი გჯერათ, რომ ჩავალთ დანიშნულების ადგას და მზად ხართ იბრძოლოთ ამისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share