1.,,ვალით გადახდილი ქორწილი;
2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;
3. სარფიანი ნათლია;
4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;
5.ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;
6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;
7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;
8.დიპლომისათვის სწავლა;
9.მიმტანისადმი დამოკიდებულება;
10.სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;
11.მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.
12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;
13.ფულით ნაყიდი მოძღვრები;
14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;
15.დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;
16.სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ”; “როგორ მიყვარხარ”;
17.დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;
18.საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის ,,გულაობა”;
19.დაობებული ბიბლიოთეკა;
20.უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა.
მღვდელი დავითი ოქრუაშვილი