მამია გურიელის assemblée და სიმებიანი ორკესტრი ოზურგეთში

გურიის მთავარი მამია გურიელი თბილისში კავკასიის მთავარმმართებელ ერმოლოვის მიწვევით იყო ჩასული, რის თაობაზეც გრიბოედოვი წერს – „1822 წელი 23 იანვარი ტიფლისი – მიწვეული ვიყავი ალექსეი პეტროვიჩთან ვახშამზე, რომელიც მოეწყო გურიალის მფლობელის ჩამოსვლის პატივსაცემად, რომელსაც აქ მასპინძლობდნენ. ის არის ჩვენი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, აქვს ანას და ვლადიმერის ვარსკვლავები, ატარებს გენერალის ნაქარგებს, ეპოლეტებს და ლენტს თავის საპარადო სამოსზე. ის არის მაღალი ტანის, ახალგაზრდა და შესახედავად ლამაზი.“
.
ერომოლოვი თავის რეზიდენციაში აწყობდა ე.წ. „შეკრება-ასამბლეას“ (assemblée ფრ. შეკრება), რომელიც წარმოდგენდა ერთდროულად მუსიკალურ, საცეკვაო და თეატრალურ საღამოს. ასეთი საღამოები იმდროინდელ თბილისში დიდ ინტერესს იწვევდა.
.
ასეთ „ასამლეას“ მამია გურიელის ინტერესიც გამოუწვევია, რომელსაც ოზურგეთში ერმოლოვის მსგავსი ასამბლეის მოწყობისათვის ევროპიდან მუსიკის მასწავლებელი მოუწვევია, რომლის დახმარებითაც ოზურგეთში პირველი მცირე სიმებიანი ორკესტრიც შეუქმნია, რის შემდეგადაც ოზურგეთის ადგილობრივი წარჩინებული საზოგადოება ხშირად იკრიბებოდა გურიელის სასახლეში ასამბლეაზე. ერმოლოვის შემდეგ გურიელის ორკესტრი და ასამბლეები პირველი იყო საქართველოში.
.
„ზნეობათა განსანათლებლად დააწესსა მან თავის სახლში საღამოს შესაქევი შეკრებილება ასამბლეების მსაგავსად (ესე იგი ბალისა), გამოიყუანა ევროპიითგან მუზიკის მასაწვლებელი, შეადინა თავისი მუზიკა და ჩვეულებად გააჩინა ევროპიული ტანცები, ესე რომ ძვირად იპოება ეხლა მის დროის თავადი ვინმე ანუ თავადთა ქალი, რომელმაც კარგათ არ იცოდეს ევროპიული ტანცაობა, და ესრედ მცირე ჟამში გურია აღვიდა უფრო უმაღლეს განათლების ხარისხდედ ვიდრე სხვანი კავკასიის აქეთ მდებრენი თემნი.“
.
ზოგიერთის აზრით მამია გურიელის ასამბელეები იგივე ალეგროობა გახლავთ, რაც ჩემი აზრით არასწორია, რადგანაც ე.წ. „ლატარია ალეგრის“ და არსი სრულიად სხვა გახლავთ.
.
– Oб истоках грузинского народного танца
– ჟურნალი მოგზაური 1902 წ. #1-2 – დ. ჩოლოყაშვილისეული ხელნაწერი – 1840 წელი
– მამია გურიელის სასახლე ოზურგეთში, ფრგამენტი ნახატიდან დიუბუა დე მონპერე ოზურგეთი 1830 – (Frédéric Dubois de Montpéreux – Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée – Atlas)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share