მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ტარიელ კალანდაძე რჩება.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა დღეს ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ კანდიდატს, ხათუნა ლომთაძეს დირექტორად არჩევაზე უარი უთხრა.
ხათუნა ლოთაძემ, რომელიც ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, 13 ხმიდან მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.
ამ პროცესების შემდეგ, განათლების სამინისტრო გადაწყვეტს, დატოვოს ტარიელ კალანდაძე მოვალეობის შემსრულებლად, გამოაცხადოს ახალი კონკურსი თუ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გამოიყენოს დისკრეციული უფლება-მოსილება და პირდაპირ დანიშნოს სკოლის დირექტორი.