საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მილიონი აშშ დოლარი (751.0 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა – იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ამ პერიოდში რუსეთიდან გადმოირიცხა – 59.57 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზე იტალიაა – 43.29 მილიონი დოლარით. მესამე ადგილს იკავებს – 41.25 მილიონით, მეოთხე ადგილზე გერმანიაა – 21.14 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთია 20.49 მილიონი დოლარით.