”დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი როგორც ჩვენს სამართლებრივი სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა ეს სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის ისეთი დასკვნა დადო რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს.”
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.