არც გადავდგები, არც გადმოვდგები – “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა – ზურაბიშვილი

”მე არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არც გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი – ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი თვით მოკლეს ევროპული მომავალიც ან სცადეს და დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის ოცნების მცდელობა, მაგრამ ოცნების ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს.”

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share