„ქართული ოცნების“ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ჩოხატაურის სოფლების – დიდივანის, შუასურების და სურების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე ისაუბრეს, იმსჯელეს სოფლებში არსებულ გამოწვევებზე. ვასილ ჩიგოგიძემ ადგილობრივებს ასევე გააცნო საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები.
„ ჩოხატაურის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო ჩოხატაური – დიდივანის დამაკავშირებელი 6 კმ – იანი გზა, სოფელ შუა სურებში აშენდა ახალი საჯარო სკოლა, ზემოსურებში აშენდა ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლას, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, მოეწყო სახიდე გადასასვლელები.
15 წლის განმავლობაში სოფელს არ მიეწოდებოდა სისტემური ელექტროენერგია, 2014 წელს კი ეს პრობლემა გადაიჭრა. გამოწვევები და პრობლემები კვლავ რჩება, რის მოგვარებასაც ვგეგმავ. მინდა თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ერთად გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“ – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კუჭავა.



მსგავსი სტატიები
- 70
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურში მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების – ჩხაკაურას და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა. „მოსახლეობასთან შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს მუნიციპალიტეტის, სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ, ადგილობრივებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ და ვიზრუნოთ თითოეული…
- 49
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 42
ბახვის ვენახის კულტურა წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს. I ქუთაისის…
- 41
ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე 1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…