“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტის მისაღწევად გადაბირების, დაშანტაჟების და მოსყიდვის გზებს მიმართა, თუმცა არ გამოუვიდა. როგორც მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, მმართველ გუნდს პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯა სურდა.
“სალომე ზურაბიშვილის სამაგალითოდ დასჯა უნდოდათ, უბრალოდ ვერ გაქაჩეს ვერც გადაბირებით, ვერც დაშანტაჟებით, ვერც მოსყიდვით, როგორც ჩანს. დარწმუნებული ვარ, ამის მცდელობები იქნებოდა, უბრალოდ ვერ გამოუვიდათ.
“ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური პროცესი არის არა ხალხის სამსახური, არამედ უბრალოდ პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ხანდახან, ძალიანაც მარცხდებიან ხოლმე. დღეს, ოპოზიციამ დავამარცხეთ “ქართული ოცნება”, მეორედ ამ მოწვევის პარლამენტში. ერთხელ იმ რუსულ კანონზე, რომელიც ჩვენზე გადავლით გაიტანეს და პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, შემდეგ რამდენიმე დღეში შემოვიდნენ და ორ წუთში საპირისპირო გააკეთეს და დრეს. დღეს ქართული ოცნება დამარცხდა, ვინაიდან მათი მიზანი იყო პრეზიდენტის გადაყენება,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.