კომპანია „ბახვი ჰესი“ – შვეიცარიულ კომპანია „powderproject.ch“ – თან და USAID თან ერთად „ბახმარო-გოდერძის უღელტეხილის“ საფეხმავლო ბილიკის მოწყობას და ამ მარშრუტზე თანამედროვე „მთის ქოხების“ მშენებლობას გეგმავს.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ „powderproject.ch“ მენეჯმენტის წარმომადგენელმა, ქრისტინე გურიელიძემ უთხრა.
მისივე თქმით, ეს „საფეხმავლო ბილიკი“ ერთმანეთს კურორტებს, ბახმაროს, გომისმთასა და ბეშუმს დააკავშირებს, საბოლოოდ კი გოდერძის უღელტეხილამდე მივა:
„ის მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ამ კურორტებზე, განსაკუთრებით მიმზიდველი კი ექსტრემალური და კემპინგური ტურიზმის მოყვარულთათვის იქნება“ ამბობს გურიელიძე.
„ამ წუთებში ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ამ მიმართულებაზე, მთის ქოხების ასაშენებლად მივიღოთ მიწის ნაკვეთები, ანუ ასაშენებელი ადგილი, მინდა გითხრათ, რომ, ერთი მთის სახლი ჩვენ უკვე გვაქვს, მერია ყელში, ეს შუახევის მუნიციპალიტეტია, აჭარის მთიანეთი, ახლა ველოდებით თანხმობას გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში და გომისმთასთან, ვიზიტორები შემოვლენ გოდერძის უღელტეხილიდანაც და მათ საფეხმავლო ბილიკით შეეძლებათ აჭარა გურიის ყველა სამთო კურორტთან დაკავშირება და იქ არსებული სერვისების მიღება’ – თქვა powderproject.ch“ მენეჯმენტის წარმომადგენელმა.
„გარდა იმისა, რომ ეს კურორტებიერთმანეთს დაუკავშირდებიან, საფეხმავლო ბილიკი და თანამედროვე მთის ქოხები მნიშვნელოვნად გაზრდის ამ კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობას და მათ უსაფრთხო გადაადგილებას“ გვიხსნიან შვეიცარიულ კომპანიაში.
გარდა ტურისტებისა ამ თანამედროვე „მთის ქოხებით“. იგივე „მთის სახლებით“ სარგებლობა – ნებისმიერ პირს შეეძლება, რომლებიც ამ მიმართულებებზე გადაადგილდებიან.
შვეიცარიული კომპანია ბახმაროში სასტუმროებს ფლობს და ის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანია პირველი იყო, რომელმაც ბახმაროში ზამთარში ფაიწყო საქმიანობა და მან ეს კურორტი = გაუკვალავ თოვლში მოსრიალე დამსვენებლებისათვის – ევროპაში ერთ ერთი ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცია.
თავის მხრივ „ბახვი ჰესი“ რამდენიმე წელია გურიაში პოზიციონირებს, მან ბახვის წყლის ხეობაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო.
„ბახვი ჰესმა“ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, რამდენიმე საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი უკვე განახორციელა და ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.
ამ კომპანიას ეკუთვნის ასევე კურორტ ბახმაროზე – USAID თან ერთად – ლედ განათების მოწყობა.
ლედ განათება – კურორტი ბახმარო
ბახვი ჰესი – შეხვედრა გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში