ჰამასის თავდასხმის შემდეგ, 300 ათასამდე ისრაელელს სახლის დატოვება მოუწია – IDI

ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის (IDI) ცნობით, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 300 ათასი ისრაელელი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით IDI წერს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა სამხრეთ ისრაელის ღაზის საზღვართან მდებარე დასახლებებიდანაა, სადაც ჰამასმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.

ამასთან, იძულებით გადაადგილებულ ისრაელელთა შორის 30 000  ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე დასახლებებიდანაა. მათი ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ნაწილმა ნებაყოფლობით დატოვა საცხოვრებელი ლიბანიდან და სირიიდან განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის გამო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share