ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ბელარუსის მიერ, “აფხაზეთის აღიარებას” არ გამორიცხავს. ბჟანიას თქმით, თვის ბოლოს “აფხაზეთის დელეგაცია” ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან “სამუშაო ვიზიტზე” – „ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – თქვა ბჟანიამ.
საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას – ეს განცხადება ბჟანიამდე რუსეთის კიდევ ერთმა მარიონეტმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გააკეთა. რუსეთის პირველი არხის ეთერში მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში მინსკში “ვიზიტს” გეგმავენ.
შეგახსენებთ, ბელარუსს აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.