ექვთიმე თაყაიშვილის სახლ მუზეუმიდან განთავისუფლებული სპეციალისტი, მაია გოგორიკიძე, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს დევნაში ადანაშაულებს და მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად განსხვავებულად აზროვნებას ასახელებს
“ამის უკან თალაკვაძეები დგანან, სამსახურიდან გამიშვეს იმიტომ რომ მხარს ვუჭერ უკრაინას, ვარ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე, ვაპროტესტებდი რუსული კანონის მიღებას, ჩამთვალეს განსხვავებულად მოაზროვნედ, “ნაციონალად”. მსჯიან იმიტომ, რომ სხვები დააშინონ-მათი მესიჯი ასეთია-ხედავთ რა ვქენით? არ მოიქცევით ისე როგორც ჩვენ გვინდა და ყველას დაგსჯით,” ამბობს “გურიის მოამბესთან” საუბარში ლიხაურის ექვთიმე თაყაიშვილის სახლ მუზეუმის სპეციალისტი, აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, მაია გოგორიკიძე, მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზებზე საუბრისას:
“არ ვარ ბატონო “ნაციოპნალი” ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი ვარ” ხუმრობს ის და ამბობს, რომ დავას, ოზურგეთის მერიასთან სამართლებრივად გააგრძელებს.
ცნობისათვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად – ოზურგეთის მუზეუმთა გაერთიანებიდან ორი ადამიანი დაითხოვეს, გაერთიანების დირექტორის მოადგილე მანანა მენაბდე და ზემოაღნიშნული მაია გოგორიკიძე.
მენაბდე კომენტარს არ აკეთებს, მუზეუმთა გაერთიანებაში განთავისუფლების მიზეზად მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.