სკოლებს 1-ლი თებერვლისთვის მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნაა – განათლების სამინისტრო

1-ლი თებერვლიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით,  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ერთად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. გადაწყვეტილება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს არ ეხება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე – ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის სკოლები, რომლების ფუნქციონირებას სასწავლო ოთახებიდან აღადგენენ, სამინისტრომ ყველა საჭირო რესურსით, უკვე აღჭურვა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება იმ ქალაქებს, რომლებშიც სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება, თუ 7 დღის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებას “დასწრების ფორმით” გააგრძელებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: