ახალი ამბები მსოფლიოდან -უკრაინა და ისრაელი აგრძელებენ ტერორისტებთან ომს

გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა – რომელშიც შედის

სამი საზენიტო დანადგარი

20 უპილოტო საფრენი აპარატის კომპლექსი

20 მსუბუქი სადაზვერვო საფრენი აპარატი

biber ის წარმოების მოძრავი ხიდი

სამი ნახევრად მისაბმელის ბუქსირი

13 სპეცმანქანა საზღვრის დაცვისათვის

4000 საარტილერიო ყუმბარა

პენტაგონის შეფმა ოსტინმა  ვაშინგტონში შეხვედრისას მადლობა გადაუხადა ხორვატიის თავდაცვის მინისტრს მარიო ბანოჟიჩს უკრაინისათვის 14 mi-8 სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენების გადაცემის გამო

ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ხმარებიდან მოიერიშე ვერტმფრენები mi-35 ამოიღო და ყველა ამ ვერტმფრენს უკრაინას გადასცემს

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანმა განაცხადა რომ ალიანსს საკმარისი შესაძლებლობა აქვს ერთდროულად გვერდში დაუდგეს როგორც უკრაინას ასევე ისრაელს

მალტა უკრაინის დახმარების გზებს განიხილავს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მე 12 პაკეტზე დაიწყო მუშაობა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი 6000 აშშ დოლარით დაჯარიმდა ინფორმაციის გაუვრცელებლობის პრინციპის დარღვევისათვის

რუსები მიუხედავად კატასტროფული დანაკარგებისა აგრძელებენ ავდეევკაზე შეტევას

ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრისათვის მზადებას

ამერიკელები ისრაელს ზურგს უმაგრებენ-ამერიკულმა სამხედრო  ხომალდებმა პროირანული ტერორისტების მიერ იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share