ქართული ოცნება არის რუსულ ტალახში ჩარჩენილი გაჯიუტებული ვირი – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი მმართველი პარტიის ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
პაატა მანჯგალაძის თქმით მიუხედავად ევროპისა და ამერიკის ყოველდღიური მოწოდებისა, “ქართული ოცნება” ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს და რუსული ტალახისკენ მიყავს ქვეყანა
“ქართული ოცნება” არის ტალახში ჩაჯენილი, გაჯიუტებული ვირივით. შენ რომ აწვები წინ, ამოყვანა რომ გინდა და ის უკან აწვება, ზუსტად ასეთი ვირივითაა.
ევროპა და აშშ ყოველ დღე გვეუბნება, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ, ხოლო “ქართული ოცნება” ვირივით დგას და უკან აწვება, რუსულ ტალახში უნდა უკან.
სამწუხაროდ ასეთი ხელისუფლება გვყავს და რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვიშოროთ ხელისიფლებისგან” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.