მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და “მოქალაქეებსა” და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელმოწერილ მემორანდუმს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: “მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის სუბიექტი (მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის) არის აი ეს ფორმულირება –
“ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით”
ანუ, ვინც არ შევა, ვერც კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს. ანუ, საერთოდ არაფერს წარმოადგენს. ანუ, ვისაც ქონდა კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება, ამ მემორანდუმით ესეც დაკარგეს
ოეეეეე
ps ცესკოს წევრებს რომ ზურაბიშვილი ნიშნავს სამთავრობო ენჯეოების უმრავლესობით დაკომპლექტებული კომისიის წარდგენით, ეგ უკვე უინტერესო დეტალია”.-წერს გვარამია.