კვების პრობლემა სკოლებში ისევ მთავარი გამოწვევაა. კვლევები აჩვენებს, რომ გაკვეთილებს მოსწავლეები ძირითადად მშივრები ესწრებიან, რაც მოზარდების განათლების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 10 000 ხელმოწერა აქვს. დოკუმენტი განათლების სამინისტროს უკვე გადაეცა. მშობლები სასკოლო ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ.